ანჩელოტი:„ძალიან ვწუხვარ, რომ ლა ლიგაში ლიდერობა დავკარგეთ“
კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თითქმით ყველა კომპონეტში მოვიკოჭლებდით. შეტევების დაგვირგვინების მხრივ ხარვეზები იყო, ბურთის კონტროლი გვიჭირდა, ფეხბურთელებს არაერთი შეცდომა ჰქონდათ და ასე შემდეგ. საერთო ჯამში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ყველაფრის ერთობლიობამ წაგება განაპირობა.“
„არ ვფიქრობ, რომ „რაიოსთან“ წაგება მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. მოთამშეები კონცენტრირებულები არიან, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმილია. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ლა ლიგაში ლიდერობა დავკარგეთ, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია და ზუსტად ვიცი, რომ გარდატეხის შეტანას შევძლებთ.“
„ვინისიუსს პრობლემები ჰქონდა, ისევე როგორც როდრიგოს, მათზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ საერთო ჯამში ვერაფერი გავაწყვეთ.“
„„ლივერპული“? ეს იქნება სანახაობრივი დაპირისპირებები, როგორც ინგლისში, ასევე ესპანეთში. ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ.“
„სეზონი ძალიან მაღალ დონეზე დავიწყეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო მატჩებში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვდგავართ, რაც დაფიქრების საფუძველია.“
„წაგების მიზეზი? ამაზე უკვე ვისაუბრე, ჩვენ ვერ ვითამაშეთ მაღალი დონის ფეხბურთი, სწორედ ეს არის მიზეზი და არა სხვა კომპონენტები, მათ შორის ყატარის მუნდიალი.“
- 8 ნოემბერი 2022
- 4 770
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.