ბუტრაგენიო:„კარგად ვიცნობთ „ენფილდს“, მაგრამ მეორე მატჩი ბერნაბეუზეა“
„რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრო და შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ეს ისტორიული დაპირისპირებაა, სადაც მადრიდის „რეალის“ მეტოქე „ლივერპული“ იქნება. შარშანდელ ფინალს ამ ეტაპზე 1/8 ფინალში ვიმეორებთ. ვაპირებთ, რომ ეს თვეები დიდი ენთუზიაზმით ვიცხოვრობთ და ამ ეტაპს დიდი პასუხისმგებლობით შევხვდეთ. დარწმუნებული ვარ, „ლივერპულთან“ ორივე დაპირისპირება საფეხბურთო ზეიმი იქნება. ქომაგებმა ძალიან დიდი სიამოვნება უნდა მიიღონ. „ბლანკოსი“ ყველა ხერხს გამოიყენებს იმისათვის, რომ ინგლისური ბარიერი დაძლიოს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვოს.“
„მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ბევრ რამეს ცვლის. მე ვფიქრობ, რომ მუნდიალიდან დაბრუნებული ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება. ვნახოთ, როგორ ფორმაში შევხვდებით „ლივერპულის“ ფეხბურთელებს.“
„„ენფილდზე“ თამაში ძალიან მძიმე იქნება. „ლივერპულის“ ქომაგების ლეგენდები ყველამ კარგად იცის. მე ვფიქრობ, რომ მეორე მატჩში ყველაფერი გადაწყდება, ეს პაექრობა კი ბერნაბეუზეა ჩანიშნული, რაც ჩვენ მცირე უპირატესობას გვაძლევს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.“
- 7 ნოემბერი 2022
- 686
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.