„რეალის“ ახალი შეთავაზება 40 მილიონამდე გაიზარდა!
ენდრიკ ფელიპეს მიმართ არაერთი კლუბის ინტერესს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ფასის ზრდა მოჰყვა. იმ ფონზე, რომ „რეალი“ წინახაზელში 30 მილიონს იხდიდა, „პალმეირასმა“ 45 მილიონი მოითხოვა...
ახალი შეთავაზების მიხედვით კი „ბლანკოსმა“ თანხა 10 მილიონით გაზარდა და წინადადება 40 მილიონს შეადგენს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ გარკვეული კომპონენტების შესრულების შემთხვევაში ბონუსის სისტემასაც გაითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ენდრიკის შეძენის მთავარ ფავორიტებად „რეალი“ და „სიტი“ ითვლებიან.
- 3 ნოემბერი 2022
- 903
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.