ბუტრაგენიო:„უნიკალური ფეხბურთი ვითამაშეთ“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „სელტიკის“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„მიზანი შესრულებულია. ჩვენ გვსურს, რომ ჯგუფური ეტაპი პირველ პოზიციაზე დაგვესრულებინა და ასეც მოხდა. გულშემატკივრები განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს.“

„„ლაიფციგთან“ ძალიან ცუდი თამაშის შემდეგ გუნდმა გარდატეხის შეტანა შეძლო და მე-6 ტურში მოწოდების სიმაღლეზე იდგა. „სელტიკმა“ ლაღი ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა, რაც „რეალს“ მომენტების რეალიზაციაში დაეხმარა.“

„როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, ბერნაბეუზე ყოველთვიუს მაგიური ღამეა. ასეთ დაპირისპირებებში ფეხბურთელები უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.“

„ვიმედოვნებ, ასენსიო ასე გააგრძელებს. მარკოს საფეხბურთო ინტელექტი, გამოცდილება და საოცარი დარტყმა გუნდს დიდ დახმრებას უწევს.“

„ვალვერდეს თავდაჯერებულობის დონე იზრდება, ის ასევე უნივერსალური ფეხბურთელის სტატუსს ირგებს. მანძილი, რომელსაც ფედერიკო ბურთის გარეშე ფარავს მართლაც საოცარია. რთულია მსოფლიოში იპოვო ფეხბურთელი, რომელიც მას ჰგავს.“

„ბენზემას მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება და რისკები? ამაზე კარლომ დაწვრილებით ისაუბრა. ჩვენ გვსურს, რომ „9“-იანი მუნდიალის შემდეგ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“

„ანჩელოტი პირდაპირ ბმაშია „ბლანკოსის“ ღირებულებებთან და ისტორიასთან. დიახ, მან დღეს 103-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. იტალიელის კარიერა მართლაც უნაკლო და მისაბაძია.“

„მოხარულები ვართ, რომ პირველი პოზიცია დავიკავეთ. პოტენციურ მეტოქეებს უკვე ვიცნობთ, მაგრამ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არ არსებობს გუნდი, რომელიც მარტივად დასამარცხებელია.“

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2022
  • 1 080
  • 3

1

3 ნოემბერი 2022 00:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ცოტა ტრკი რო მიგეყენებინათ ჟირონასთანაც არ დაკარგავდით ქულებს

2

3 ნოემბერი 2022 08:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
იმედია ლივერი და პსჟე აგვცდება, ჯერ მარტივი გუბდებით დავიწყოთ ძლიერები მერეც გვეყოფა

3

3 ნოემბერი 2022 09:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 929
ამათი დედაც ჟირონაზე მაგარი გუნდი არ ყავს სელტიკს ??? მაგარი ფეღბურთი უთამაშიათ თურმე ვაი თქვენს პატრონს ხო ჩამხლიწეთ. კვირას. ფარჩაკებო რა ბილეთი გამიგუჭეთ ფუი თქვენი. ჩემპიონობა გინდათ და საკუთარ მოედანზე ჟირონას და ოსასუნას ვერ უგებთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)