ანჩელოტი:„არ ვიცი რამდენს გაიტანს ვალვერდე, მაგრამ ის საოცარია“
კარლო ანჩელოტიმ „სელტიკთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იყო მატჩი, სადაც „რეალმა“ გონებრივი გარდატეხა აჩვენა და შესანიშნავი წარმოდგენა დადგა. ბოლოდროინდელი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ასეთ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“
„უნდა აღინიშნოს, რომ ვალვერდე არანორმალურად დიდ პროგრესს აჩვენებს, იგივვე შემიძლია გითხრათ ვინისიუსზე, რომელიც დამატებით კომპონენტებს ანვითარებს.“
„მთელ თამაშს ვაკონტროლებდით და ეფექტური მანევრი გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ქომაგებმა დიდი სიამოვნება მიიღეს.“
„მე ვფიქრობ, რომ ასენსიომ საუკეთესო მატჩი ითამაშა. მარკო საოცრად ერწყმოდა ვალვერდეს და კარვახალს, არაერთ სიტუაციაში ამწვავებდა შეტევას და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მისით კმაყოფილი ვარ.“
„ბენზემას შეცვლა ძალიან რთულია, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ არაერთი მოთამაშე გვყავს, რომელიც წინა ხაზში ეფექტს ქმნის.“
„არ ვიცი, რამდენ გოლს გაიტანს ფედერიკო, მაგრამ ფაქტია, რომ ურუგვაელი ამ კომპონენტში დიდ პროგრესს აჩვენებს.“
„როდესაც ბენზემა მოედანზე არ არის, სხვა ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.“
„უნიკალური გამოცდილება და კლასი, რომელიც ლუკა მოდრიჩს აქვს, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატისგან აბსოლუტურად არაფერი მიკვირს.“
„სერხიო რამოსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მუნდიალზე უნდა წავიდეს. თუ სერხიო ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება, ეს დიდი დანაკლისი იქნება.“
„სასურველი მეტოქე? ამაზე ვერ ვისაურებ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მოწინააღმდეგე ანგარიშგასაწევია. „ლივერპული“? ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ 1/8 ფინალში ამ გუნდს შევხვდეთ.“
„ჩუამენის პრობლემები მალე დასრულდება. ორელიანის დაზიანება სერიოზული არ არის და მალე ვარჯიშებს განაახლებს.“
- 3 ნოემბერი 2022
- 36 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.