კროოსი:„კარიერას „რეალში“ დავასრულებ, ეს გადაწყვეტილია“
ტონი კროოსმა „სელტიკთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩები უნდა გავმართოთ. ახლა ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, სწორედ ამიტომ 3 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ.“
„მოედნიდან პირველად გაძევება? ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მთავარი შეტევის შეჩერება იყო. არ ვიცი, რატომ ვერ მოვიგეთ „ჟირონასთან“, მართალია ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ გაცილებით მეტს ვიმსახურებდით.“
„ახალი კონტრაქტი? უკვე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა „რეალში“ დასრულდება. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით როდის და რა ვითარებაში, თუმცა სხვაგან თამაშს არ ვაპირებ.“
„როდის ვისაუბრებთ თანამშრომლობის გაგრძელებაზე? არ ვიცი, ვნახოთ. შესაძლოა იანვარში, თებერვალში ანდაც მარტში გარკვეულ პოზიციებზე უკვე შევჯერდეთ.“
„ასენსიოს პენალტზე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან იქ თერთმეტმეტრიანი არ იყო.“
„მას შემდეგ, რაც კაზემირო წავიდა, დაცვაზე მეტი ყურადღების გამახვიელება მიწევს. ნამდვილად არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო სეზონი, მაგრამ თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ და მჯერა ჩემი შესაძლებლობების.“
„ჩემპიონთა ლიგის მეექვსე თასი? ამაზე დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. „რეალის“ მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.“
„კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიოს დაშლა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მუდმივი არაფერია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ვეკითხები ლუკას რას აპირებს?“
„მუნდიალის დაწყებამდე ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. „რეალი“ პოზოციების განმტკიცებას აპირებს.“
„ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის შედარება არ შემიძლია. საკლუბო ტურნირი ყოველწლიურია, სანაკრებო კი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და უნიკალურ სტატუსს ატარებს.“
- 1 ნოემბერი 2022
- 3 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.