ანჩელოტი:„სულელი არ ვარ, თუ ვინმე რამეს მიხსნის, არგუმენტიც უნდა ჰქონდეს“
კარლო ანჩელოტიმ „სელტიკთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საშინაო არენაზე გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იქნება. პირველ ადგილზე გასვლა გვსურს, ამისთვის კი 3 ქულის მოპოვებას ვაპირებთ. ბერნაბეუზე ასპარეზობა, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავია.“
„ასენსიოს ხელი და პენალტი? პირდაპირ გეტყვით, რომ თუ 4 მატჩით დამსჯიან, ეს არ იქნება სამართლიანი რეაგირება. სეზონის სტარტზე დეტალურად აგვიხსნეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ იყო პენალტი. ეს ჩემი აზრია, რომელსაც ზოგიერთი ეთანხმება, ზოგიერთიც არა.“
„სულელი ნამდვილად არ ვარ, წლებია ამ საქმეს ვემსახურები და თუ ვინმე რამეს განმიმარტავს, არგუმენტირებაც მოუწევს.“
„ჩუამენი ხვალ არ იქნება, ბენზემას მდგომარეობას კი დღეს მოგვიანებით შევაფსებთ.“
„„სელტიკი“ იდენტობას არ შეიცვლის. დიახ, შოტალანდიური კლუბი გასვლით დაპირისპირებას ატარებს, მაგრამ ყველა ვარიანტში აგრესიულ და ხარისხიან ფეხბურთს ველით.“
„VAR იმისთვის მოიგონეს, რომ მსაჯის პოტენციური შეცდომა გამოასწოროს.“
„ბენზემა 34 წლის არის და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ფრანგ ფეხბურთელს მიკრო ტრავმები ჰქონდა, რის გამოც მატჩების გარკვეული რაოდენობა გამოტოვა.“
„„ატლეტიკოს“, „ბარსელონას“ და „სევილიას“ ლიგის ჯგუფში ჩარჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ესპანეთის შიდა ჩემპიონატი კონკურენტუნარიანი არ არის.“
„„ჟირონასთან“ და „ლაიფციგთან“ დაპირისპირებებში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ბევრი დეტალი გავაანალიზეთ და გლაზგოელებთან სხვა დონის ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ.“
- 1 ნოემბერი 2022
- 2 371
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.