კანალესმა, იგუაინმა და რონალდომ მოაგებინეს თეთრებს
"კლუბ" ამერიკა 2-3 "რეალ" მადრიდი
მაურინიოს მოულოდნელმა 4-4-2 სქემამ კანალესი და ბენზემა შეტევაში დააყენა, ხოლო პედრო ლეონი ფლანგზე. კანალესი და რონალდო ზოგჯერ პოზიციებს იცვლიდნენ.
რეალ მადრიდის გეგმა პირველ წუთებში იყო სრულიად აშკარა, მოთამაშეები შეუჩერებლად დასდევდნენ ბურთს და ოპონენტზე ზეწოლას ახდენდნენ. როდესაც თეთრები თავიანთ პოზიციაზე ბურთს მიიღებდნენ, ისინი ორიდან 1-1 ფლანგელს გაუგზავნიდნენ ბურთს ან უბრალოდ ფლანგიდან ფლანგზე გადაგზავნიდნენ. ეს ვარჯიშზე ნასწავლის მშვენიერი განსახიერება იყო.
კრისტიანო რონალდომ, რომელიც "7" ნომერს ატარებდა, შექმნა პირველი სახიფათო მომენტი, მაგრამ ოჩოა დიდი სირთულით გაუმკლავდა ამ მომენტს. "რეალ" მადრიდი აშკარად აკონტროლებდა თამაშს. ამასობაში ამერიკა ცდილობდა გოლის გატანას კონტრშეტევების მეშვეობით. ბენზემას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი თაური ბურთი ძელს მოხვდა.
ბრწყინვალე კომბინაცია კრისტიანო რონალდოს, ბენზემასა და კანალესს შორის გამოიწვია პირველი და საუკეთესო გოლი მატჩში. კრისტიანომ ბურთი საჯარიმოში ჩაუგდო ბენზემას, ამ უკანასკნელმა კი პასი მისცა შეუმჩნეველ კანალესს, მან კი გოლი გაიტანა. გოლი შეიცავდა სისწრაფესა და სიზუსტეს და ამ გოლმა სამართალი შემოიტანა მინდორზე.
მეორე ნახევარი დაიწყო რამოდენიმე ახალი სახით, რადგანაც იგუაინმა, გრანერომ, დიარამ, დრენტემ, ადანმა, დი მარიამ და ნაჩომ შეცვალეს კანალესი, ბენზემა, პედრო ლეონი, მარსელო, ხუანფრანი, გაგო და დუდეკი. თამაშის გეგმა ისევ იგივე იყო; გრანერო პასებით ამარაგებდა პიპიტას. ცვლილებებმა გამოიწვიეს ის, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი არ იცავდა თავის პოზიციას და ესკედამ გაიტანა ამერიკის მხრიდან პირველი გოლი. მექსიკელებმა კონტრშეტევების დამსახურებით კიდევ 1 გოლი გაიტანეს. გოლის ავტორი სანჩესი გახლდათ.
იგუაინმა გაათანაბრა ანგარიში. მან 1 შეხებით გაუტანა გოლი ნავარეტეს. "რეალ" მადრიდმა თამაშის სადავეები ისევ ჩაიგდო ხელში. უკვე 10 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც რონალდომ ჯარიმიდან გაიტანა გოლი და 47,000 მაყურებელი სიგიჟემდე მიიყვანა. მაურინიომ ტრიუმფის წუთებში გამოიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელები: ტებარი, ალექსი და მორატა.
მატჩის რეზიუმე:
2- კლუბი ამერიკა: გილიერმო ოჩოა (ნავარეტე, 45); არმანდო სანჩესი, ოსკარ როხასი (მარტინესი, 85), აქუივალდო მოსკერა (ტრევინო, 59), ადოლფო როსინეი (ხუან კარლოს სილვა, 64), დანიელ მონტენეგრო (სანდოვალი, 36), ენრიკე ესქედა, პაველ პარდო, მატიას ვუოსო, ვისენტე სანჩესი (მარკესი, 85), ისრაელ მარტინესი.
3- რეალ მადრიდი: დუდეკი (ადანი, 45); ხუანფრანი (ნაჩო, 45; მორატა, 84), პეპე, გარაი, მარსელო (დრენტე, 45); გაგო (დიარა, 45), ლასი (ტებარი, 69), კანალესი (გრანერო, 45), პედრო ლეონი (დი მარია, 45), კრისტიანო რონადლო (ალექს ფერნანდესი, 84), ბენზემა (იგუაინი, 45).
წყარო: Realmadrid.com
- 6 აგვისტო 2010
- 1 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.