ანჩელოტი:„მსაჯის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის“
კარლო ანჩელოტიმ „ჟირონას“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი დაპირისპირების მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებამ ჩვენს შედეგზე უარყოფითად იმოქმედა. არ ვეხები როდრიგოს გოლს, ვინაიდან იქ მეკარეს ბურთთან კონტაქტი ჰქონდა და საკითხი დიდ პოლემიკას არ საჭიროებს, მაგრამ თერთმემეტრიანი, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა სამართლიანი არ არის. ასენსიოს ბურთი ხელზე მართლაც მოხვდა, მაგრამ საფეხბურთო წესებში არსებობს არაერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც პენალტი არ ინიშნება. ეს არის ცალსახად არასწორი გადაწყვეტილება.“
„სავარაუდოდ ფიზიკური თვალსაზირისით პრობლემები შეგვექმნა, რაც ტრავმებმაც განაპირობა. რამდენიმე მოთამაშე სრულფასოვან ვარჯიშს ვერ ახერხებდა. ვიმედოვნებ, რთული მომენტის დაძლევას მოვახერხებთ და ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში გამარჯვებას მივაღწევთ, რაც ჯგუფში პირველი ადგილის განმაპირობებელი იქნება.“
„როდესაც კალენდარი მჭიდროა, ყველა გუნდს აქვს ხარვეზები და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ფაქტი ის არის, რომ ერთი კვირის წინ ბევრად გააზრებულ ფეხბურთს ვთამაშობდით, ვიდრე ახლა, მაგრამ პრობლემები გამოსწორდება.“
„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მანამდე კი მსურს, რომ გუნდმა მაქსიმალური შედეგები აჩვენოს.“
„ფაქტია, რომ გარკვეულ ასპექტებში მოვიკოჭლებთ და სიტუაცია გამოსასწორებელია. დღეს დასანანი ფრე დავაფიქსირეთ.“
- 30 ოქტომბერი 2022
- 3 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.