ვინისიუსი:„„ლივერპულთან“ გატანილი გოლი ჩემთვი დაუვიწყარია“
ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებსა და სამეფო კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...
„რამდენი გოლის გატანა მსურს ამ სეზონში? ერთადერთი რიცხვი, რომელიც მაინტერესებს მოგებულ ტიტულებს უკავშირდება. ჩემთვის მთავარი თასებია და არა გოლები, თუმცა გამარჯვებებისთვის ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ. მაქსიმუმს გავიღებ.“
„მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვთამაშობ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. „ლივეპრულის“ წინააღმდეგ გატანილი გოლი არასდროს დამავიწყდება, რადგან ეს ფინალი იყო, თუმცა მააზე გაჩერებას არ ვაპირებ.“
„ჩემი საყვარელი გოლი რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ის მომენტი არასდროს დამავიწყდება.“
„ოქროს ბურთზე ახლა ვერ ვიფიქრებ. აქაც გუნდურ წარმატებაზე მივდივართ. თუ ტიტულებს ვერ მოიგებ, ვერც France Football-ის ჯილდოს მიიღებ.“
„ჩემს თავს მრავალი წლის განმავლობაში „რეალში“ ვხედავ. მჯერა, რომ 5 წელიწადშიც აქ ვიქნები.“
„კამავინგა, ჩუამენი, როდრიგო, მილიტაო და ფედე ვალვერდე გუნდის მომავალს წარმოადგენენ. 3-4 წელიწადში ისინი კოლექტივის ტოპ ვარსკვლავები იქნებიან.“
- 27 ოქტომბერი 2022
- 1 083
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.