ანჩელოტიმ გადაწყვეტილება შეცვალა
კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს 1 დღიანი შვებულება მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოთამაშეები საწვრთნელ ბაზაზე დღეს უნდა შეკრებილიყვნენ, მაგრამ იტალიელმა გადაწყვეტილება შეცვალა...
მთავარი მწვრთნელი შეგირდებს დღესაც დაასვენებს და „ჟირონასთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას ხვალ დაიწყებს.
„მერენგები“ ლა ლიგის მომდევნო ტურის დაპირისპირებამდე 2 სესიას გამართავენ.
„ჟირონასთან“ პაექრობა 30 ოქტომბერს, 18:15 საათზე შედგება.
- 27 ოქტომბერი 2022
- 1 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.