კურტუა:„უსუსტესი თამაში ვაჩვენეთ“
ტიბო კურტუამ „ლაიფციგთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„დამწუხრებულები ვართ, ვინაიდან წაგება არ გვიყვარს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაცილებით კარგად უნდა გვეთამაშო. მეტოქემ ასპარეზობა აგრესიულად დაიწყო და გოლების გატანა შეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს გონს მოსვლა შევძელით და გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ისევ პრობლემები გვქონდა.“
„ნაკლებმა ინტენსივობამ და ყურადღებამ სავალალო შედეგები მოგვიტანა. ვიცოდით, რომ „ლაიფციგი“ ძალიან სწრაფი გუნდია და მეტი სიმჭიდროვე გვმართებდა.“
„გამოფხიზლების დროა. კალენდარი რთულია, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველა მატჩში 100%-ით დავიხარჯოთ.“
„ჩემი გადმოსახედიდან უსუსტესი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ეს პესიმიზმის საფუძველი ვერ გახდება. მომდევნო დაპირისპირებებს „რეალი“ სულ სხვა ხარისხში აჩვენებს.“
- 26 ოქტომბერი 2022
- 454
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.