ანჩელოტი:„ადრე თუ გვიან წაგება გარდაუვალი იყო“
კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„შესაძლოა 1 მარცხით გაცილებით მეტი ისწავლო და შეცდომები გააანალიზო, ვიდრე 10 გამარჯვებით. ადრე თუ გვიან წავაგებდით და ეს გერმანიაში მოხდა. სამწუხაროა, რომ 1 ქულაც ვერ ავიღეთ, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს.“
„გაბრაზებული არ ვარ. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი მაწუხებს, მაგრამ წინ ვიყურები.“
„ედერ მილიტაომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. რომ არა ბრაზილიელი ფეხბურთელი, შესაძლოა 10 გოლიც გაგვეშვა. „ლაიფციგის“ სწრაფ და აგრესიულ შეტევებს ედერი ბრწყინვალედ უმკლავდებოდა.“
„დანაკლისი? რა თქმა უნდა, რთულია როდესაც მოედანზე მოდრიჩის, ვალვერდეს და ბენზემას შეყვანის შანსი არ გაქვს, მაგრამ არ მსურს, რომ წაგება ამას დავაბრალო.“
„„ლაიფციგმა“ მატჩის სტარტზევე შეძლო სოლიდური უპირატესობის მოპოვება, რამაც ჩვენი ამოცანა გაართულა. გარკვეულ მომენტში ანგარიშის 2:2 დაფიქსირდება შეგვეძლო, მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად გავუშვით.“
„ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში კი გამარჯვებას შევეცდებით.“
- 26 ოქტომბერი 2022
- 6 287
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.