ჩუამენი:„ემოციებში ვარ, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა“
ორელიან ჩუამენიმ „ელ კლასიკო“ შეაფასა...
„ემოციებში ვარ, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. მადრიდის „რეალმა“ საშინაო არენაზე ქომაგებს შესანიშნავი საღამო შესთავაზა.“
„მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ სტადიონზე შესვლამდე საოცარ მუხტს ვგრძნობდით.“
„ვცდილობ, ყველა თამაშში ვაჩვენო, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსების დაცვას ვიმსახურებ. მხოლოდ პროგრესზე ვარ ორიენტირებული და მჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ეს საღამო ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.“
„ბენზემამ ოქროს ბურთი დაიმსახურა და მჯერა, რომ აღნიშნული ჯილდო სწორედ ჩემს თანამემამულეს გადაეცემა. კარიმს საოცარი სეზონი ჰქონდა და ახლაც აგრძელებს საკუთარი კლასის ჩვენებას. ბედნიერი ვარ მისი წარმატების გამო.“
- 17 ოქტომბერი 2022
- 1 177
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.