ბუტრაგენიო:„დღეს ყველა მადრიდისტა ბედნიერია“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „ელ კლასიკო“ შეაფასა...
„დღეს ყველა მადრიდისტა ბედნიერია. მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ერთობლივად შეძლეს ურთულესი მატჩის მოგება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა. ეს იყო საკმაოდ დინამიური შეხვედრა, სადაც „რეალის“ შეცდომების მინიმიზება მოხდა.“
„როდესაც ბურთი გვქონდა, მაქსიმალურად მოკლე დროში ვცდილობდით სიტუაციის გამწვავებას და მომენტის შექმნას, ხოლო როდესაც არ გვქონდა სივრცეებს ვკეტავდით და ვცდილობდით, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებისთვის გასაქანის საშუალება არ მიგვეცა.“
„ოქროს ბურთი? ვფიქრობ, რომ საფეხბურთო სამყარო ამ საკითხში ერთსულოვანია. ბენზემა ამ ჯილდოს იმსახურებს, დანარჩენს კი ხვალ ვნახავთ.“
- 17 ოქტომბერი 2022
- 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.