როდრიგო:„„ბარსელონას“ დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“
როდრიგო გოეშმა „ელ კლასიკოს“ შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განვლილი პაექრობა შეაფასა...
„ძალიან ბედნიერი ვარ, ისე როგორც მთელი გუნდი. ვიცოდით, რომ ეს საკვანძო მატჩი იყო და 3 ქულის მოპოვება ძალიან დაგვეხმარებოდა. ახლა ერთპიროვნული ლიდერები ვართ, თუმცა მუშაობა უნდა განვაგრძოთ და შემდეგ პაექრობებშიც დავაფიქსიროთ გამარჯვება.“
„3 გოლის გატანა მოვახერხეთ, თანაც საკმაოდ რთული მეტოქის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩავის გუნდი აქამდე გოლებს არ უშვებდა, მაგრამ ჩვენ მისია შევასრულეთ.“
„მინდა, რომ მთელი ცხოვრება მადრიდში ვიყო და ამ გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯო.“
„როდესაც ბურთთან მივედი, ძალიან ვნერვიულობდი. ტერ შტეგენი საოცარი მეკარია, „ბარსელონას“ კარის აღებამ ძალიან გამახარა და სათანადოდ აღვნიშნე კიდეც.“
„როდესაც გულშემატკივრები ჩვენთან ერთად არიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი მადლობა სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას.“
„ოქროს ბურთზე ბენზემა უალტერნატივოა. ეჭვი არავის გვეპარება, რომ ფრანგი ხვალ საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდება.“
- 16 ოქტომბერი 2022
- 607
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.