ანჩელოტი:„„ელ კლასიკოში“ მეტი ყურადღება და ზეწოლა გვმართებს“
კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი განსხვავებულ სტილში არ ემზადება. ჩვენ ისეთ სტილს მივმართავთ, როგორც სხვა მატჩების წინ. დიახ, გასაგებია, რომ ზეწოლა უნდა გავზარდოთ და მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ, თუმცა ბევრი ასპექტი არ იცვლება.“
„კურტუა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის ბოლომდე მზად არის. რამდენიმე დღეში ბელგიელი მოთამაშე სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს და დაგვეხმარება.“
„ანტონიო რუდიგერი სახის დამცავით ვარჯიშობს, მისი გამოყენება „ბარსელონასთან“ დაპირისპირებაში შესაძლებელი იქნება. ვნახოთ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ხვალინდელ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში.“
„„ბარსელონა“ პირველ ტაიმში ყოველთვის ეფექტურია, „რეალი“ კი მეორეში. ეს ყველაფერი „ელ კლასიკოს“ კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.“
„როდრიგო უნივერსალური ფეხბურთია, რაც მის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ძალიან კარგია, რომ ბრაზილიელი უფროდაუფრო მეტ სათამაშო დროს იღებს.“
„ახალი რამის გამოგონებას არ ვაპირებ. ასეთ დაპირისპირებებში გამომგონებლობა წარმატების გასაღები ვერ იქნება.“
„„ბარსელონა“ ლა ლიგაში ძალიან სანახაობრივია და სტაბილურობას აჩვენებს. კატალონიურ კლუბს 8-იდან 7 მატჩი აქვს მოგებული, რაც ადვილი არ არის.“
„რუდიგერი ოპტიმისტია, ის არასდროს ჩერდება და ყოველთვის პროგრესზეა ორიენტირებული. ძალიან მომწონს გერმანელის სტილი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ანტონიო და მილიტაო მეორე სართულზე ბრწყინვალედ ასპარეზობენ. „შახტართან“ გატანილი გოლი გასაკვირი არ იყო.“
„„ბარსელონას“ და „ინტერის“ შეფასება არ მსურს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ხვალ თანაბარ პაექრობას ველი.“
„კატალონიური გრანდი ტრადიციას და სტილს არ ღალატობს. სწორედ ეს არის „ბარსას“ ელფერი, რომელსაც გულშემატკივრები პატივს სცემენ. “
„ედერ მილიტაოს ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველის მახასიათლები აქვს. ბრაზილიელზე დიდ გათვლას ვაკეთებ.
„ბენზემა კარგად ვარჯიშობს. მგონია, რომ „ელ კლასიკოში“ ფრანგი ფეხბურთელი ძალიან ეფექტური იქნება.“
„არ ვიცი, როგორ იმოქმედა „ინტერთან“ წარუმატებელმა გამოსვლამ და ევროსარბიელზე ცუდმა სიტუაციამ „ბარსელონაზე“, მე მხოლოდ მადრიდული გრანდის წარმატებაზე ვფიქრობ.“
„ეს არ არის სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ლა ლიგა გრძელი ჩემპიონატია, სადაც წარმატებას სტაბილური გუნდები აღწევენ.“
„შარშანდელი მარცხი? „რეალის“ ფეხბურთელებმა იციან, რომ 0:4 შოკისმომგვრელი იყო და ის საღამო დავიწყებას მიეცა, ამის პირობას გაძლევთ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება.“
- 15 ოქტომბერი 2022
- 3 826
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.