„რეალი“ ტრანსფერებში 425 მილიონ ევროს დახარჯავს!
ესპანური AS და არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალს“ ტრანსფერებისთვის 425 მილიონი ევრო აქვს გამზადებული და 2023 წლის ზაფხული საკმაოდ „ცხელი“ იქნება...
425-იდან 160 მილიონი ევრო შესაძლოა კილიან მბაპეს ტრანსფერს მოხმარდეს, რომლის პარიზიდან აბარგება მართლაც შესაძლებელია. ახალგაზრდა ფრანგს „პსჟ“-სთან ურთიერთობა საშინლად აქვს დაძაბული და წასვლაზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა „ბლანკოსის“ უმთავრეს სატრანსფერო მიზანს წარმოადგენს ჯუდ ბელინგემი, რომლის სატრანსფერო ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუმცა პერესი მიიჩნევს, რომ „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში 100-110 მილიონი ევროს ფარგლებში წარიმართება.
გარდა ამისა, პერესი აპირებს, რომ ახალ ბერნაბეუზე „რეალის“ შემადგენლობა კვლავ მეგა ვარსკვლავური იყოს, შესაბამისად კლუბი არაერთი მიმართულებით მუშაობს.
„ბლანკოსში“ ითავისებენ, რომ ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი „მერენგების“ სადარაჯოზე დიდხანს აღარ იდგებიან, მათ სიას კი მაქსიმუმ 2 წელიწადში კარიმ ბენზემაც შეუერთდება, სწორედ ამიტომ ახალი სახეების დამატება გარდაუვალია.
- 13 ოქტომბერი 2022
- 1 592
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.