იოზილის შეძენა ”არსენალსაც” და ”მანჩესტერსაც” მოუნდა
რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის ”რეალმა” და ბრემენის ”ვერდერმა” შეთანხმებას მიაღწიეს მესუთ იოზილის ტრანსფერზე და გერმანელი მოთამაშე ”ბლანკოსს” მომდევნო სეზონში შეუერთდებოდა, როდესაც იოზილს კონტრაქტი ამოეწურებოდა ”ვერდერთან”.მიუხედავად ამისა, როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ”არსენალი” და მანჩესტერ ”იუანიტედი” მზად არიან გერმანულ კლუბს 20 მილ.ევრო შესთავაზონ მესუთის სანაცვლოდ.
იოზილი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი ამ ზაფხულს.ეს კი მისმა კარგმა თამაშმა გამოიწვია მსოფლიო ჩემპიონატზე.მას მომავალ წელს კონტრაქტი ეწურება ”ვერდერთან” და ევროპულ გრანდები მისთვის იბრძოლებენ.
იოზილის შეძენა ”რეალსაც” სურს და რამოდენიმე დღის უკან გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოზილი ”ბლანკოსს” მომდევნო სეზონში შეუერთდებოდა.თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას სურს კონტრაქტის ამოწურვამდე ”ვერდერში” დარჩეს.
გერმანელისთვის ასევე ორი გრანდი, მანჩესტერ ”იუნაიტედი” და ლონდონის ”არსენალი” იბრძვიან. ისინი ცდილობენ იოზილი წელსვე გაიფორმონ.
ფაბრეგასმა შესაძლოა დატოვოს ” არსენალი” და ესპანეთში გადაბარგდეს. ”მეთოფეები” იოზლის ცესკის შემცვლელად მოიაზრებენ და ფაბრეგასში აღებული თანხიდან მზად არიან 20მილ.ევრო გამოყონ.
ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფერგიუსონმა შესაძლოა იოზილში ბერბატოვი და ანდერსონი გაცვალოს.
წყარო:defensacentral.com
- 5 აგვისტო 2010
- 1 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.