კილიან მბაპემ მომავალი გადაწყვეტილება „პსჟ“-ს აცნობა!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართა...
ფეხბურთელს პარიზში დარჩენა აღარ სურს და მოითხოვს, იანვრის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, მსურველი კლუბების წინადადები განხილულ იქნას.
მბაპემ ოჯახსაც უთხრა, რომ ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა და ეს ძალიან მალე გამოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, კილიანის დამატების მთავარი პრეტენდენტები „რეალი“ და „ლივერპული“ არიან, თუმცა „პსჟ“-ს ფეხბურთელის „ბლანკოსისთვის“ დათმობა არაფრის დიდებით არ სურს.
თავის მხრივ, მბაპე დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომელიც მისი და პარიზული გრანდის კონტრაქტშია ჩადებული.
- 11 ოქტომბერი 2022
- 6 745
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.