კვარაცხელია:„რონალდუ ჩემი კუმირია, მაისურზე კი გუტის სახელი მეწერა“
ხვიჩა კვარაცხელიამ კარლო ანჩელოტის მადლობა გადაუხადა და მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა...
„ჩემი კერპი „რეალის“ ლეგენდაა, ეს ადამიანი კრიშტიანო რონალდუ გახლავთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში ფეხბურთს ვთამაშობდი, გუტის მაისური მეცვა.“
„ანჩელოტის სიტყვები? იტალიელ სპეციალისტს მთელი გულით მადლობას ვუხდი, ეს ნამდვილად დიდი ემოცია იყო, რომელმაც გამახარა.“
- 9 ოქტომბერი 2022
- 3 436
- 14