კარლო „შახტართან“ 5 ვარსკვლავის დასვენებას გეგმავს
არსებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი მაქსიმალურად ეცდება „შახტართან“ რესურსი დაზოგოს...
მადრიდელთა მწვრთნელი დანი კარვახალის, ედერ მილიტაოს, ლუკა მოდრიჩის, ფედერიკო ვალვერდეს და როდრიგო გოეშის დასვენებას გეგმავს.
მილიტაოს მაგივრად მოედანზე რუდიგერს ვიხილავთ, დანის შემცვლელად ლუკას ვასკესი განიხილება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ლუკიტას მაღალი ალბათობით ტონი კროოსი შეცვლის, ვალვერდეს კამავინგა, ხოლო როდრიგო გოეშის ნაცვლად მოედნაზე ან ედენ აზარი, ანაც მარკო ასენსიო გამოჩნდება, რომელიც წინა ხაზში ტრიოს ვინისიუს ჟუნიორთან და კარიმ ბენზემასთან ერთად შეკრავს.
- 9 ოქტომბერი 2022
- 1 014
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.