„რეალმა“ „შახტართან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს...
შეკრება სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ფეხბურთელებმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს.
„ხეტაფესთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს მხოლოდ ფიზიკური კონდიციების აღდგენაზე აკეთებდნენ აქცენტს, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა კარიმ ბენზემამ, რომელიც „ხეტაფესთან“ დაპირისპირებაში არ გამოჩენილა და დასვენების საშუალება მიეცა.
იტალიელმა სპეციალისტმა აქცენტი ბურთის ფლობაზე, კარში დარტყმებზე, პრესინგსა და ტაქტიკურ მონახაზებზე გააკეთა.
ხვალ „მერენგები“ პოლონეთში გაემგზავრებიან, ზეგ კი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩს გამართავენ.
- 9 ოქტომბერი 2022
- 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.