ანჩელოტი:„სამწუხაროდ, ეს ფეხბურთელი გამოგვაკლდა“
კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 გოლის გატანა მოვახერხეთ, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო. სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში შეტევების გოლად გარდაქმნა გვიჭირს, რაც ძალიან ცუდია. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოების ჩატარებას ვაპირებთ.“
„როტაციები გარდავაულია, გამომდინარე იქედან, რომ 3 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში გარკვეული კორექტირებების შეტანა მიწევს. ტონი კროოსმა და ბენზემამ დაისვენეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
„დაცვაში კარგი თამაში შარშან ჩვენი წარმატების საწინდარი იყო. ვიმედოვნებ, ამ სეზონშიც ბევრ მატჩში შევინახავთ კარს მშრალად. რუდიგერის და მილიტაოს დუეტით კმაყოფილი ვარ. ასევე აღსანიშნავია ჩუამენის მჭიდრო თამაში.“
„„ბარსელონაზე“ არ ვფიქრობ, რადგან „ელ კლასიკომდე“ კიდევ გვიწევს თამაშის გამართვა, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ.“
„ვალვერდესთვის მთავარი თამაშია და პოზიციას მნიშვნელობა ფაქტობრივად არ აქვს. ურუგვაელმა ღიად მითხრა, რომ სკამზე ჯდომა არ სურს.“
„აზარი საკუთარ შანსს მალე მიიღებს. ბოლო მატჩებში ის მოედანზე ვერ შევუშვი.“
„სამწუხაროდ, ედერი გამოგვკლდა. მილიტაოს კუნთის სპაზმი აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია. დონეცკელებთან დაცვაში ალბათ ალაბა და რუდიგერი იასპარეზებენ, ბრაზილიელი კი დაისვენებს.“
- 9 ოქტომბერი 2022
- 3 110
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.