„ხეტაფესთვის“ მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს. „ხეტაფესთან“ დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს...
დღევანდელ სესიაზე ფეხბურთელებმა თავდაპირებული გახურების შემდეგ აქცენტი გააკეთეს კარში დარტყმებზე, პრესინგზე, ბურთის ფლობასა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე.
დანი სებალიოსი და ტიბო კურტუა აღდგენით პროცესს განაგრძობენ. სამწუხაროდ, ვერ ივარჯიშა კარიმ ბენზემამაც, რომელიც მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში გარჯით შემოიფარგლა.
- 7 ოქტომბერი 2022
- 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.