როდრიგო:„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა“
როდრიგო გოეშმა „შახტართან“ დაპირისპირება შეაფასა...
„ძალიან ბედნიერი ვარ და სახლში საუკეთესო გრძნობებით მივდივარ. გოლის გატანა შევძელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე მაქსიმალურად ვცდილობდი გუნდის დახმარებას.“
„მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ მეტი კონცენტრირება გვთხოვა, ვიცოდით, რომ რისკები არსებობდა. ჩვენ შეტევა არ გაგვიჩერებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მესამე გოლის გატანა ვერ შევძელით, რამაც ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის კარგად ვასპარეზობ, რაც უფრო ბედნიერს მხდის. ევროსარბიელი ყოველთვის განსაკუთრებული და ყოვლისმომცველია.“
„როდესაც ერთად კარგი მოთამაშეები იკრიბებიან, ყოველთვის კარგი რამ გამოდის. ვინისიუს ჟუნიორთან და კარიმ ბენზემასთან ერთად თამაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.“
- 6 ოქტომბერი 2022
- 430
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.