ანჩელოტი:„ვინისიუსმა უნდა იცოდეს, რომ ეს აღარ ეპატიება“
კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემმა გუნდმა უამრავი შესაძლებლობა შექმნა და ტექნიკური არსენალი გამოიყენა. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო. ვინისიუსმა უნდა იცოდეს, რომ ამდენი მომენტის გაფუჭება არ ეპატიება (იცინის). საერთო ჯამში გუნდმა კარგი დინამიკა და სისწრაფე აჩვენა.“
„მეტოქემ მართლაც ეფექტური გოლის გატანა შეძლო, მაგრამ მთელი თამაში ვდომინირებდით და 1 ბურთიან სხვაობაზე მეტის დაფიქსირება შეგვეძლო.“
„ის, რასაც ვალვერდე აკეთებს ნამდვილად საოცარია. ურუგვაელმა ფეხბურთელმა უამრავ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ ჩუამენის და კროოსის გამო, რომლებიც ბრწყინვალედ კომბინირებდნენ.“
„მე-4 ტურის შემდეგ შეგვიძლია, რომ 1/8 ფინალის საგზური მოპოვებული გვქონდეს, ამიტომ „შახტართან“ განმეორებით დაპირისპირებაში ბოლომდე დავიხარჯებით.“
„4-3-3 სქემას ვიყენებდით, მაგრამ ხშირად 4-4-2-ზეც ვეწყობოდით. მსგავსი რამ ხშირად შეიძლება მოხდეს. როდრიგოს და ფედეს უნივერსალობა გუნდს უფრო ქმედითს ხდის.“
„გოეში ძალიან კარგად პროგრესირებს. ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიელის განვითარებაში წვლილი შემაქვს.“
„ბენზემამ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველა შეტევაში ეფექტური იყო. ფრანგი მეტოქის კარის აღებასთან ბევრჯერ გახლდათ ახლოს.“
- 6 ოქტომბერი 2022
- 2 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.