"კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა"
იკერ კასილასი: "მაურინოსთან რამდენჯერმე ვისაუბრე და შემიძლია ვთქვა მას მართლა უნდა ყველაფრის სწორედ გაკეთება"
იკერ კასილასმა სამშაბათის შუადღის ვარჯიშის შემდეგ განიხილა, რას ნიშნავს იყო "რეალ" მადრიდის კაპიტანი.
"მსოფლიოში ყველა მადრიდისტა ერთობოდა რაულის თამაშის ყურებით. უცნაური აქ ვერ ხედავდე რაულს ან გუტის. დრო გადის და ვბერდებით. რაული იყო "რეალ" მადრიდის ემბლემა და ხატი."
"მაურინოსთან რამდენჯერმე ვისაუბრე და შემიძლია ვთქვა მას მართლა უნდა ყველაფრის სწორედ გაკეთება. მას ჰყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც უნდა კარგად თამაში. ყველა ვინც მასზე კარგს ამბობს სწორედ იქცევა."
"რეალი უნდა მიისწაფვოდეს ყველაფრის მოგებისკენ თავის გზაზე. ყოველი მოთამაშე რომელიც ჩამოდის უნდა შეესაბამებოდეს გუნდს, მაგრამ ამის ძალა არ შეგვწევს. ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება."
"ბავშვობაში შეუძლებლად მიმაჩნდა მსოფლიო თასის მოგება ესპანეთთან ერთად. ახლა საკლუბო დონეზე მინდა მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი და ბევრი სხვა ლიგის ტიტულები. ამბიციური უნდა ვიყო. დღე როცა მე არ ვიქნები ამ გუნდში, იქნება დღე როცა მე ჩამოვკიდებ ბუცებს."
"ხედირა არის ახალი და უჭირს ესპანურად საუბარი, მაგრამ გუნდი ყველაფერს აკეთებს მის მოსაწესრიგებლად. ბენზემას ჰქონდა შარშან პრობლემა ადაპტაციაში, მაგრამ ახლა აღარ აქვს ეს პრობლემა."
"ძალიან ამაყი ვარ, რომ მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთთან ერთად. გაოცებული ვიყავი ყველა ადამიანით, რომელიც დადიოდა ესპანეთის მაისურით და დროშით. ეს იყო სრულიად განსაცვიფრებელი."
წყარო: realmadrid.com
- 4 აგვისტო 2010
- 1 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.