ანჩელოტი:,,რეალისთვის ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის პრიორიტეტულია"
კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„„შახტარი“ სტილს არ ცვლის. ამ გუნდს უყვარს ვერტიკალური, სწრაფი და კომბინაციური თამაში. დიახ, უკრაინელებს მოგზაურობის, ვარჯიშის და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აქვთ, მაგრამ მათი მოტივაცია უდიდესია. ჩვენ ყველა შემთხვევაში რთულ დაპირისპირებას ველით.“
„ის, რასაც კამავინგა 19 წლის ასაკში აკეთებს, ნამდვილად დასაფასებელია. შეცვლებზე ფრანგი გუნდის სისწრაფეს ზრდის.“
„ჩავის, მესის და სხვების განცხადებებს ვერანაირ პასუხს ვერ გავცემ. ჩემთვის კარგი ფეხბურთის თამაში მხოლოდ ბურთის ფლობა არ არის, ანალოგიურს ვეტყოდი მათაც.“
„კურტუა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას მიიღებს. არ არის გამორიცხული, „შახტართან“ განმეორებითი დაპირისპირებაც ითამაშოს. დღეს ის ბევრად უკეთადაა, ვიდრე გუშინ.“
„არჩევანს ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენთვის ლა ლიგაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროსარბიელზე წარმატების მიღწევას მცირე დეტალები განაპირობებს, ეს არის ურთულესი სპეციფიკის მქონე ტურნირი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოწვევები ახლავს თან. ლა ლიგაში კი 38 ტურია ჩასატარებელი, რაც უდიდეს სტაბილურობას და ძალისხმევას მოითხოვს.“
„ბენზემას კრიტიკა? ამაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. როდესაც ფრანგი მოედანზეა, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“
„აზარი სათამაშო წუთებს ითხოვს და ეს სავსებით ბუნებრივია. მე ვთვლი, რომ ბელგიელი არსებულ სიტუაციას ითავისებს.“
„სებალიოსს მცირე დაზიანება აქვს და აღდგენით კურსს საჭიროებს. რაც შეეხება მოდრიჩს, ის ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.“
- 4 ოქტომბერი 2022
- 3 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.