ანჩელოტი:„დინამიკა, სისწრაფე და ხარისხი გვაკლდა“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ფრე ჩვენთვის არასდროსაა მისაღები შედეგი, სწორედ ამიტომ სევდიანები ვართ, მაგრამ წინ ვიყურებით და მომდევნო დაპირისპირებების აუცილებლად მოგებას ვგეგმავთ.“
„მეორე ტაიმში შეტევის გაძლიერება გვჭირდებოდა, სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩემი ცვლილებები.“
„ძალიან პოზიტიური სერია შეწყდა, მაგრამ მომდევნო ტურიდან ხელახლა დაიწყებს და დიდხანს გასტანს. ამ მატჩში იღბალი გვაკლდა.“
„ბენზემას პენალტი? მსგავსი რამ შესაძლოა ყველას დაემართოს.“
„სანაკრებო შესვენების შემდეგ ოპტიმალურ კონდიციაში დაბრუნება მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ამაში გასამართლებელ მიზეზს ვერ ვხედავთ, ვინაიდან ძალიან ღრმა და რესურსიანი შემადგენლობა გვყავს.“
„კურტუას ნერვის პრობლემა აქვს და არა კუნთის. ბელგიელი სავარაუდოდ მალე დაბრუნდება. მას სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს.“
„გვაკლდა სისწრაფე, ფლანგებიდან აგრესიული შეტევა და იღბალი. სწორედ ამიტომ ვერ მოვიგეთ „ოსასუნასთან“, მაგრამ დღევანდელი დღე დავიწყებას მალე მიეცემა.“
- 3 ოქტომბერი 2022
- 2 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.