ანჩელოტი:„ვალვერდე ჯერარდს მართლაც ჰგავს, მაგრამ მეტი შეუძლია“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით. ოქტომბრის თვეში მჭიდრო კალენდარი გვაქვს. გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩემი შემადგენლობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევას სათანადო პასუხს გავცემთ. ფეხბურთელებთან მაქსიმალური მოთხოვნები მაქვს.“
„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური უნდა ჰქონდეს განაღდებული. ჩვენ ერთობლივად დიდ აქცენტს ვაკეთებთ, როგორც ევროსარბიელზე, ასევე ლა ლიგაზე.“
„ბენზემამ კარგად ივარჯიშა. სრულფასოვნად მოემზადა და ხვალ დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. არ ვიცი, მივცემ თუ არა 90 წუთი მოედანზე ყოფნის საშუალებას.“
„მოდრიჩის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოვიჩენთ.“
„აზარი და ასენსიო თავს კარგად გრძნობენ. ნაკრებებში მათ დატვირთვა მიიღეს, თუმცა ვარჯიშებზე 100%-ით დაიხარჯნენ.“
„ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები ხშირად მირეკავენ და ამა თუ იმ ფეხბურთელზე ინფორმაციას მთხოვენ. მჭიდრო კალენდარის პირობებში რისკი ყოველთვის მეტია.“
„ოდრიოზოლა და ანდრეი ლუნინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან შანსს აუცილებლად მიიღებენ.“
„ბენზემა ისეთივეა, როგორც ყოველთვის. მცირე პაუზა მის სათამაშო ფორმაზე ზეგავლენას არ იქონიებს.“
„სუარესის შექება ვალვერდეს? დიახ, მას მართლაც აქვს ჯერარდის გარკვეული თვისებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია.“
„ლუკას ვასკესი რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი იქნება. ესპანელის აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება და მალე შეძლებს კოლექტივის დახმარებას.“
„„ელ კლასიკო“? მე არ ვფიქრობ „ბარსელონაზე“ და არ მაინტერესებს ჩავის გუნდის სათამაშო ფორმა. ახლა მხოლოდ „ოსასუნაზე“ ვარ ორიენტირებული. მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა თითოეულ დაპირისპირებაზე მოახდინონ კონცეტრირება.“
- 1 ოქტომბერი 2022
- 3 574
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.