მადრიდის „რეალში“ 5 ახალი ფეხბურთელი ითამაშებს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო კამპანიას უკვე გეგმავს და საკმაოდ სერიოზული მასშტაბების დაფარვას აპირებს...
არსებული ინფორმაციით, „მერენგების“ რიგებში 5 ახალი სახე გამოჩნდება და კარლო ანჩელოტის რესურსიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მოგეხსენებათ, ამ სეზონის სტარტზე „ბლანკოსმა“ შემადგენლობის 25 ფეხბურთელით შევსებაც ვერ შეძლო.
მომდევნო ზაფხულს „მერენგები“ არაერთ ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის არიან ჯუდ ბელინგემი, კრისტოფერ ნკუნკუ (შანსი მცირეა), ჟოაო კანსელუ, ენდრიკ ფელიპე, ნიკოლო ბარელა. ასევე განიხილება რამდენიმე სხვა ვარიანტიც.
იმ ფონზე, რომ გუნდი შესაძლოა ერთობლივად დატოვონ კროოსმა და მოდრიჩმა, ნახევარდაცვაში გარკვეული რესურსის მოძიება აუცილებელია. გარდა ამისა, დიდი ალბათობით წავლენ მარკო ასენსიო, ედენ აზარი, მარიანო დიასი და ფერლან მენდი. ეს ყველაფერი კი გუნდში ახალი ფეხბურთელების საჭიროებას ქმნის.
კარლო ანჩელოტი მომდევნო სეზონში მთავარ გუნდში აუცილებლად დააწიანურებს ვინისიუს ტობიასს, ასევე არ არის გამორიცხული, იტალიელის განკარგულებაში გადავიდეს იკერ ბრავოც, რომელიც ახლა რაულთან ვარჯიშობს.
- 1 ოქტომბერი 2022
- 3 960
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.