ხედირას ყიდვა,კლუბს აიძულებს გაყიდოს გაგო,ლასი ან დიარა
ჟოზე მაურინიოს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ,კლუბს შეეძინა სემი ხედირა,მადრიდელები უკვე სხვა ამოცანის წინაშე დგანან.მათ უკვე ხუთი ჩამშლელი ნახევარმცველი ჰყავთ და სავარაუდოდ ერთ-ერთ მათგანს გამოემშვიდობონ.
გასათვალისწინებელია ისიც რომ,ხაბი ალონსოს გარანტირებული აქვს ადგილი ძირითად შემადგენლობაში,ჟოზე კი მას ალბათ სემი ხედირას შეუწყვილებს.სათადარიგო სკამზე ჯდომა კი,გაგოს,ლასანას და მამადუ დიარას მოუწევთ.პორტუგალიელ თავკაცს და მის დამხმარეებს დაფიქრება მართებთ,თუ ვინ გაუშვან გუნდიდან,თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ მაშინ ამ პრობლემას თვითონ გუნდის ხელმძღვანელობა მოაგვარებს.
მიუხედავად იმისა,რომ მამადუს დიდი იმედები აქვს ამ სეზონში,ყველაზე დიდი შანსი რომ კლუბი დატოვოს სწორედ მას აქვს.მალელ ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება,კლუბი შეეცდება მისი გაყიდვით,ბიუჯეტი შეავსოს.შეგახსენებთ,რომ 4 წლის წინ მადრიდულმა კლუბმა,ამ ფეხბურთელში "ლიონს" 26 მილიონი ევრო გადაუხადა.მიუხედავად იმისა,რომ აფრიკელმა ნახევარმცველმა წინა სეზონი პრაქტიკულად გამოტავა მუხლის ტრამვის გამო,მას ევროპაში მსურველები მაინც ბევრს ჰყავს.სწორედ სარფიან შემოთავაზებას ელოდებიან მადრიდელები.
რაც შეეხება ლასანა დიარას,ჟოზეს მასთან მუშაობა "ჩელსიში" მოუწია,სადაც მან მწვრთნელის სიმპატიები დაიმსახურა.არაოფიციალური ინფორმაციით,"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ლასანაში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ფერნანდო გაგო კი ალბათ თავის ასაკს უნდა უმადლოდეს,რომ მას გუნდში ტოვებენ,ამ ყველაფერს ემატება ისიც რომ,იგი ბოლო პერიოდში ნაკრების შემადგენლობაში ხშირად ხვდება.
- 4 აგვისტო 2010
- 1 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.