ფედერიკოს ფასი კიდევ 10 მილიონით გაიზარდა
TransferMarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, ფედერიკო ვალვერდეს ფასი კიდევ უფრო გაიზარდა...
ურუგვაელი ფეხბურთელის ფასი 70-იდან 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
გასული სეზონის მიწურულს და მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე ვალვერდემ „ბლანკოსის“ უდავო ლიდერის სტატუსი მოირგო.
ფედერიკო მოედანს გატანილი გოლის ან საგოლე გადაცემის გარეშე აღარ ტოვებს. ამის გარდა ნახევარმცველის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნებისმიერ შემთხვევაში მაღალია.
უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ-ამერიკელი ლა ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
- 30 სექტემბერი 2022
- 1 040
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.