„რეალი“ კანსელუში ბევრი პრობლემის გადაჭრის გზას ხედავს
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი ჟოაო კანსელუს შეძენას აპირებს. ფეხბურთელის „სიტიდან“ გადმოყვანა მარტივი არ იქნება, მაგრამ ფლორენტინო პერესი სერიოზულ აქტივობას გეგმავს, ვინაიდან ანჩელოტის აზრით, პორტუგალიელი ფეხბურთელი არაერთი პოზიციის პრობლემებს გადაჭრის...
„ბლანკოსი“ კანსელუს განიხილავს, როგორც მარცხენა მცველს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწდეს, რომ მანჩესტერული კლუბის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მარჯვენა პოზიციაზეც შეუძლია იდეალური ასპრეზობა და წლების მანძილზე აღნიშნული პოზიციის ბატონ-პატრონად განიხილებოდა.
უნივერსალი მოთამაშე, რომელიც დაცვის ორივე ფლანგზე ერთნაირი სიძლიერით და შედეგიანობით თამაშობს ანჩელოტისთვის ძალიან საინტერესოა.
იმ ფონზე, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდელთა ბანაკიდან ფერლან მენდის აბარგების შანსი იზრდება, კანსელურის ტრანსფერი დიდ მნიშვნელობას იძენს.
- 30 სექტემბერი 2022
- 1 057
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.