„არ მაფასებთ“ - „რეალის“ ფეხბურთელის მიმართვა კლუბს!
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბის გასახდელში მცირე არეულობაა...
ფერლან მენდის აზრით, მას კლუბში სათანადოდ არ აფასებენ. ფრანგი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კლუბისთვის დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ ადეკვატურ პასუხს ვერ იღებს.
ფლორენტინო პერესი ედერ მილიტაოს, ვინისიუს ჟუნიორს და როდრიგო გოეშს კონტრაქტებს უხანგრძლივებს და ხელფასებს მნიშვნელოვნად უზრდის, მენდის კი მხოლოდ გახანგრძლივბას სთავაზობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფერლანი ხელფასის გაზრდას 6.5 მილიონ ევრომდე ითხოვს, „ბლანკოსი“ კი მხოლოდ 3.8 მილიონზეა თანახმა.
- 30 სექტემბერი 2022
- 4 526
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.