ბენზემა:„ჩემი „პიჩიჩი“ თანაგუნდელების დამსახურებაა“
კარიმ ბენზემამ „პიჩიჩის“ მოგების შემდეგ „რეალის“ ვებ-გვერდთან ისაუბრა...
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და ვარჯიში შემიძლია. ეჭვი არ მეპარება, მთავარი მწვრთნელი „ოსასუნასთან“ მატჩში მოედანზე გასვლის საშუალებას მომცემს.“
„დღეს გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვივარჯიშე. ბურთს ნაკლებად ვეხებოდი, მაგრამ სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია. სახლშიც ვცდილობდი ფორმაში ჩადგომას და საბოლოო ჯამში სასურველი შედეგი მივიღე.“
„გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენი შემართება და მოტივაცია დასაფასებელია. ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს შესაძლებლობების გამოვლენას. ეს თითქოს 2 კოლექტივია, ერთი რომელიც თამაშს იწყებს, ხოლო მეორე, რომელიც შეცვლების შემდეგ აგრძელებს და ხშირად გარდატეხასაც ახერხებს.“
„ყველა გუნდს სურს „რეალის“ დამარცხება, მაგრამ ამ სეზონში გუნდი ფრესაც არ ასრულებს. სტარტი შესანიშნავია და ასე უნდა გაგრძელდეს.“
„ოქტომბრის თვე ურთულესი იქნება, ისევე როგორც ნოემბრის დასაწყისი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.“
„„პიჩიჩი“? ეს გუნდის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. ჩვენ ბრწყინვალე შემტევების წყალობით არაერთხელ შევძელით მეტოქის კარის აღება.“
„ყოველთვის მეტი მსურს და ვეცდები, საუკეთესო შედეგები მივიღო.“
„„პსჟ“-სთან ჩატარებული საოცარი საღამო და გატანილი გოლები არასდროს დამავიწყდება. ეს არანორმალური სიხარული იყო.“
„დი სტეფანო ყოველთვის მენდობოდა და მეუბნებოდა, რომ ოცნებების ახდენას შევძლებდი.“
- 29 სექტემბერი 2022
- 660
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.