„რეალმა“ კვირის პირველი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კვირის პირველი სესია გამართეს. 2 დღიანი დასვენება დასრულდა, ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის ემზადება....
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და პრესინგს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ.
ბენზემა და ვასკესი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ, თუმცა ფრანგი მომდევნო ტურში ხელმისაწვდომი იქნება.
ხვალიდან კოლექტივი ეტაპობრივად შეივსება, რადგან სანაკრებო შესვენება დასასრულს უახლოვდება.
- 27 სექტემბერი 2022
- 752
- 2