რონალდუ:„ჩემი და მესის „ელ კლასიკო“ დასრულებულია“
კრიშტიანო რონალდუს განცხადებით, ფეხბურთში ახალი მოთამაშეების ეპოქა დაიწყო...
„დღესაც დიდი სიამოვნებით მოვიგებდი ოქროს ბურთს, ისევე როგორც მესი, მაგრამ ჩვენი დრო წავიდა. ახლა თანამედროვე ფეხბურთში ახალი ფეხბურთელების ეპოქა დგება.“
„როდესაც „რეალისა“ და „ბარსელონას“ ღირსებას ვიცავდით, ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით და ვაძლიერებდით. მაშინ ყველა რონალდუსა და მესის ამბობდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა.“
„ვინ მიიღებს ოქროს ბურთს? ახლა აუცილებლად ბენზემა, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
- 25 სექტემბერი 2022
- 17 545
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.