„ლივერპულის“ თავდამსხმელი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ იანვარში შესაძლოა „ლივერპულის“ ფორვარდი დაიმატოს...
საქმე იმაშია, რომ ბობი ფირმინოს იურგენ კლოპის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება მიენიჭება.
იმ ფონზე, რომ „ლივერპული“ ბრაზილიელს ახალ ხელშეკრულებას აღარ სთავაზობს, ის თავისუფალ აგენტობას უახლოვდება, „მერსისაიდელებს“ კი მისი გაყიდვა და გარკვეული თანხის გამომუშავება იანვარში სურთ.
არსებული ინფორმაციით, „ლივერი“ ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გაყიდვაზეც თანახმაა, რაც მადრიდის „რეალისთვის“ საინტერესოდ ჟღერს.
ფირმინო არ არის ტიპიური ფორვარდი და უკან დახევაც შეუძლია, ის ბენზემას ფუნქციების შესრულებასაც საკმაოდ კარგად მოახერხებს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რობერტოს დამატებაზე პრეტენზიას „ბარსელონაც“ აცხადებს.
- 25 სექტემბერი 2022
- 12 299
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.