კაკა:„პერესმა მაშინ გამაბედნიერება, როდესაც „რეალიდან“ მოვდიოდი“
რიკარდო კაკამ მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ისაუბრა და წლების წინ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა...
„როდესაც „მილანი“ დავტოვე და „რეალში“ გადავედი, ძალიან დიდი გეგმები მქონდა. ჩემზე დიდი ავანსი იყო გაცემული. კლუბმა უდიდესი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა და შემადგენლობა ძალიან გააძლიერა, რასაც შესაბამისი შედეგებიც უნდა მოჰყოლოდა.“
„პირველი სეზონი მარტივი არ იყო, რადგან ადაპტაციას გავდიოდი, ამას დაერთო ტრავმები, რამაც ძალიან შემიშალა ხელი, თუმცა ჩავატარე მატჩები, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე გამოვედი და გუნდის დახმარება შევძელი.“
„მას შემდეგ, რაც კოლექტივს სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგა, ჩემი პრობლემები გაათმაგდა, რადგან სათამაშო დრო აღარ მეძლეოდა. მეტიც, მე ვერ ვჯდებოდი პორტუგალიელი სპეციალისტის სქემაში, თუმცა ვერასდროს მათქმევინებთ მასზე ცუდს, რადგან გუნდი წარმატებული იყო.“
„ყველაზე ბედნიერი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც გუნდიდან მოვდიოდი და ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ ვარ დიდი პროფესიონალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა გუნდის წარმატებისთვის, თუმცა დაუმთავრებლებმა ტრავმებმა და მწვრთნელის გადაწყვეტილებებმა შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენის საშუალება არ მომცა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.“
„კარლო ანჩელოტი უდიდესი მწვრთნელია, მასთან დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავე. დღეს იტალიელი სპეციალისტი კიდევ უფრო განვითარდა, მისი ხედვები თანამედროვე ფეხბურთთან სრულ თანხვედრაშია, რაც ძალიან მახარებს. კარლიტოს დიდ პატივს ვცემ. ის ჩემი კარიერის საუკეთესო დამრიგებელი იყო.“
„ის, რაც „ბლანკოსში“ ჩემი წამოსვლის შემდეგ მოხდა შთამბეჭდავია. ბოლო 10 წლის განმავლობაში „მერენგების“ შედეგები ყველასთვის თვალშისაცემი იყო.“
„კაზემიროს წასვლა? ყველა აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. ის საკუთარ პოზიციაზე უდავოდ საუკეთესოა და პრემიერლიგაშიც დაიმკვიდრებს ადგილს. კარლოს ენრიკეს ღვაწლი „მერენგების“ წარმატებაში უდიდესია.“
„ჩუამენის სახით ანჩელოტის განკარგულებაში განსაკუთრებული ინტელექტის მქონე მოთამაშეა, ის კაზემიროს ჩანაცვლებას ეტაპობრივად შეძლებს.“
„ვინისიუსი? ვფიქრობ, ჩემს თანამემამულეს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ახლა აკეთებს. გაიხსენებთ მისი ასაკი. 2-3 წელიწადში ბრაზილიელი ფეხბურთელი ოქროს ბურთისთვის აუცილებლად იბრძოლებს.“
„როდრიგოში განსაკუთრებულ პერსპექტივა ვხედავ, ის ძალიან მიზანმიმართული ფეხბურთელია და ანჩელოტის კოლექტივის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება.“
- 25 სექტემბერი 2022
- 7 181
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.