მოურინიოს ბენზემა 9 ნომრით სურს
მადრიდის ”რეალის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ ”რეალის” ფრანგ ფორვარდს კარიმ ბენზემას ძველებური ფორმა დააბრუნებინოს.ბენზემა ცდილობს თავის ფორმა აღიდგინოს.
როგორც El Mundo იუწყება, მოურინიოს სურს ნომრები გადანაწილდეს.რაულმა დატოვა კლუბი და ”შალკეს” მიაშურა.ასე, რომ 7 ნომერი თავისუფალია და შესაძლოა იგი რონალდომ აიღოს.პორტუგალიელი მანჩესტერში 6 სეზონის განმავლობაში 7 ნომრით ასპარეზობდა.
გონსალო იგუაინი კარგა ხანია ”რეალშია” და გაცილებით მეტს აკეთებს გუნდისთვის ვიდრე ბენზემა და შესაძლოა მანაც 9 ნომრიანი მაისური მოირგოს. თუ ბენზემა 9 ნომერს აიღებს, მაშინ საინტერესოა ვინ მოირგებს 11 ნომერს. დი მარია, კანალესი თუ პედრო ლეონი?ეს ყველაფერი 31 აგვისტოს გვეცოდინება.
წყარო:defensacentral.com
- 3 აგვისტო 2010
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.