რუდიგერი:„ეს ფეხბურთელი ჩემი კუმირი იყო“
ანტონიო რუდიგერმა მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„პრემიერლიგაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, „რეალი“ კი ფანტასტიკის სფეროა. ეს არის რაღაც ახალი, რამაც საოცარი გრძნობები მომგვარა.“
„ანჩელოტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იტალიელი ყოველთვის მოზომილია, მან იცის მოთამაშეებთან ურთიერთობა.“
„სახლში ვიყავი, კარზე ზარია და კარლო ანჩელოტის ჩვენთან საუბარი სურს. იტალიელმა სპეციალისტმა ჩემი ოჯახის წევრები გაიცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. აქამდე მსგავსი რამ არავის გაუკეთებია.“
„როდესაც „შტუტგარტში“ ვთამაშობდი, ჩემი ძმა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ „რეალში“ მოვხვდებოდი.“
„სერხიო რამოსი, პეპე და ტიაგო სილვა ჩემი კუმირები არიან. მათგან ყოველთვის ვცდილობდი მაგალითის აღებას.“
„მსურდა, რომ პეპესნაირი მკაცრი ვყოფილიყავი, ის ძალიან ძლიერი, ეფექტური და შრომისმოყვარე ფეხბურთელი იყო.“
„გასახდელში ძალიან კარგი სიტუაციაა. ხშირად ვერთობით და სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობთ.“
„ვუყურებ ტონის, ლუკას, კარიმს და სხვებს, ისინი ცოცხალი ლეგენდები არიან, რომლებმაც საოცრება შეძლეს.“
- 21 სექტემბერი 2022
- 1 667
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.