ანჩელოტი 3 მცველიან ტაქტიკასაც მოსინჯავს
მადრიდული გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი სანაკრებო შესვენების დროს სხვა ტაქტიკასაც დაამუშავებს...
იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ გარკვეულ თამაშებში დაცვის ცენტრში რუდიგერი, მილიტაო და დავიდ ალაბა მოსინჯოს. ეს იქნება 3 მცველიანი ტაქტიკა, რაც „ბლანკოსისთვის“ უჩვეულოა, თუმცა ნახევარდაცვაში რესურსს ზრდის.
თუ ცენტრში რუდიგერი, მილიტაო და ალაბა დადგებიან, მარცხენა ფლანგს მენდი გაამაგრებს, რომელიც შეტევებში უფრო ხშირად ჩაერთვება, მარჯვნივ კი ფედერიკო ვალვერდე განიხილება, რომელსაც ასევე მთელი მარჯვენა ფლანგის გაკონტროლება დაევალება.
ამასთან ერთად, მოედნის ცენტრში ჩუამენის, მოდრიჩის და კროოსის (ან კამავინგას) გამოყენება იქნება შესაძლებელი, წინა ხაზი კი უცვლელი დარჩება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ოქტომბრის თვეში კარლიტო აღნიშნული სქემის დამუშავებაზე იზრუნებს.
- 20 სექტემბერი 2022
- 1 853
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.