როდრიგო:„ახალ პოზიციაზე თამაში ვითხოვე“
როდრიგო გოეშმა „ატლეტიკოსთან“ მატჩში ბრწყინვალე გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მადრიდის „ატლეტიკო“ დავამარცხეთ და გოლის გატანა შევძელი. მწვრთნელისგან დავალებული მაქვს, რომ გოლების გატანაზე დიდი აქცენტი გავაკეთო. ეს ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. სეზონის ბოლომდე ხშირად შევარხევ მეტოქის კარის ბადეს. ახალ პოზიციაზე თამაში ვითხოვე, რადგან ბენზემას დაზიანება აქვს.“
„კარიმის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი გავზარდო.“
„ამ კვირაში ვინისიუსის ირგვლივ ქაოსი იყო, მაგრამ ეს ჩვენზე არ მოქმედებს, მასთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს და გოლიც ერთობლივად აღვნიშნეთ.“
„ დერბი ყოველთვის განსხვავებულია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება და მოტივაცია უნდა იქონიო.“
„გუნდმა სეზონის სტარტიდან მოყოლებული ყველა თამაში მოიგო.“
- 19 სექტემბერი 2022
- 1 430
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.