12 მატჩი 37 დღეში - ოქტომბრიდან გიჟური კალენდარი იწყება!
სანაკრებო შესვენების შემდეგ მადრიდის „რეალის“ და ზოგადად სხვა კლუბების ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი დგება...
კარლო ანჩელოტის გუნდი 2 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე 12 დაპირისპირებას გამართავს. გამოდის, რომ თვე მეტის ხნის განმავლობაში „ბლანკოსი“ ფაქტობრივად 3 დღეში ერთხელ ითამაშებს, რაც არნახულად დიდ რესურსს მოითხოვს.
2 ოქტომბერს „რეალის“ მეტოქე „ოსასუნა“ იქნება, 5-ში დონეცკის „შახტარი“, 8-ში „ხეტაფე“, 11-ში ისევ „შახტარი“ ამჟამად გასვლაზე.
პოლონეთში ვიზიტისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის გამართვის შემდეგ ანჩელოტის გუნდს „ბარსელონასთან“ მოუწევს პაექრობა, ეს მატჩი 15 ან 16 ოქტომბერს შედგება, ამის შემდეგ კი ჩანიშნულია „ელჩესთან“, „სევილიასთან“ და „ლაიფციგთან“ მატჩები შესაბამისად 19, 22 და 25 ოქტომბერს.
თვეს ჟირონასთან პაექრობა დაასრულებს, რომელიც 29-ში ან 30-ში შედგება.
2 ნოემბერს „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგაზე „სელტიკის“ წინააღმდეგ იასპარეზებს, 5-ში ან 6-ში „რაიო ვალეკანოსთან“, ხოლო 9 ნოემბერს „კადისთან“, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის გამო ხანგრძლივი პაუზა იქნება.
საკლუბო სეზონის განახლება ლა ლიგაში დეკემბრის ბოლოს იგეგმება.
- 18 სექტემბერი 2022
- 1 407
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.