Marca - „რეალი“ გეგმებს ჰოლადსა და მბაპეზე არ ააწყობს
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ გრძელვადიანი გეგმის ჩამოყალიბებაზე მუშაობს...
ფლორენტინო პერესი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერებზე არ ფიქრობს და გუნდის შენებაზე მათ გარეშე აკეთებს აქცენტს.
ამასთანავე, პრეზიდენტმა იცის, რომ 2024 წელს ჰოლანდის დამატების შესანიშნავი შანსი ექნება, თუ ამას თავად ფეხბურთელი მოისურვებს, ვინაიდან „სიტისთან“ არსებულ ხელშეკრულებაში მსგავსი პუნქტი დევს.
2023 წლიდან სამეფო კლუბში ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი კი ჯუდ ბელინგემია.
- 18 სექტემბერი 2022
- 1 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.