მადრიდული დერბის მოგება აუცილებელია
ლა ლიგის დროებითი ლიდერი კატალონიის „ბარსელონა“ გახდა, რომელმაც 6 თამაშის შემდეგ 16 ქულა ჩაიწერა აქტივში...
ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდის „რეალისთვის“ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში გუნდი ლიდერის სტატუსს დაკარგავს.
ყაიმის შემთხვევაში, „ბლანკოსი“ და „ბლაუგრანა“ 16-16 ქულას დააფიქსირებენ, მაგრამ ბურთების უკეთესი მაჩვენებლების გამო (ურთიერთშეხვედრები ჯერ არ ყოფილა) პირველ ადგილს მაინც ჩავის გუნდი დაისაკუთრებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანჩელოტის გუნდმა „მეტროპოლიტანოზე“ აუცილებლად უნდა მოიგოს და სანაკრებო პაუზის წინ ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი შეინარჩუნოს.
- 17 სექტემბერი 2022
- 1 909
- 20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.