„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ვინისიუს ჟუნიორი
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...
მადრიდის „რეალი“ უარყოფს ყველანაირ ქსენოფობიურ და რასისტულ გამონათქვამებს ფეხბურთში, სპორტში და ზოგადად ცხოვრებაში, როგორიც არის ჩვენი ფეხბურთელის, ვინისიუს ჟუნიორის მიმართ ბოლო საათებში გაკეთებული სამარცხვინო კომენტარები.
სამეფო კლუბს სურს გამოავლინოს სრული მხარდაჭერა ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ, რომელიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ავლენს სპორტის ამ სახეობის მიმართ.
ფეხბურთი, რომელიც ყველაზე პოპულარული სპორტია, აუცილებლად უნდა იყოს თანაცხოვრების და ღირებულებების მაგალითი ყველასთვის.
კლუბის იურისტებმა უკვე მიიღეს დავალება, რათა სამართლებრივ ჭრილში გადაიტანონ ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ვინისიუსის მიმართ მსგავს განცხადებებს აკეთებდა.
- 17 სექტემბერი 2022
- 9 932
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.