კურტუა:„„რეალი“ უდანაკარგო სვლას განაგრძობს“
ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური გააანალიზა...
„პირველ ტაიმში გუნდი პასიური იყო, მაგრამ გასახდელში მწვრთნელმა ბევრი რამ შეცვალა და თამაშის სურათის შეცვლაც მოვახერხეთ. გუნდმა საკმაოდ მძიმე, თუმცა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.“
„გაზონი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ეს ხარვეზი მალე აღმოიფხვრება.“
„გუნდი უდანაკარგოდ მიდის წინ და ჩემპიონთა ლიგაზეც 6 ქულას ფლობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენი მიზანი „შახტარის“ დამარცხება იქნება. თუ ზედიზედ ორ დაპირისპირებას მოვიგებთ, 1/8 ფინალის საგზური უკვე განაღდებული გვექნება.“
„მეტოქე შეტევაში კარგი იყო, მაგრამ დაცვაში ხარვეზები ჰქონდა, რაც ჩვენმა გუნდმა გამოიყენა და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა.“
„როდესაც კარს მშრალად ვინახავ, ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ გუნდმა 2-0 გაიმარჯვა.“
- 15 სექტემბერი 2022
- 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.